LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლის კაცის გამოჩენის გამო დაბნეული ქალი ირემს დაეჯახა

24

ამერიკელი ქალბატონი ირემს დაეჯახა და ყველაფერი თოვლის კაცს დააბრალა. გამოცემა „The drive”-ის ინფორმაციით, ინციდენტი აიდაჰოს შტატში 95-ე ტრასაზე მოხდა. 50 წლის მანდილოსანი Subaru Forester-ით გადაადგილდებოდა, როდესაც გზის სიახლოვეს 2 მეტრის სიმაღლის სილუეტი შეამჩნია. აღნიშნული მონაკვეთის გავლის შემდეგ ის სარკეში იყურებოდა, რათა ამოუცნობი არსება უკეთ შეესწავლა. ამ დროს კი გზაზე გადმოსული ირემი ვერ დაინახა და მას დაეჯახა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა თოვლის კაცის კვლავს ვერსად მიაგნეს და ამერიკელმაც მისი არსებობის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ თოვლის კაცის ფენომენს მეცნიერთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს და მის არსებობას ყველანაირად ეწინააღმდეგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები