„თოვლის დედოფალი“ ყინულის სასახლიდან – ცნობილი დანიელი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. „ახმეტელის თეატრი“ ცნობილი ზღაპრის უჩვეულო და საინტერესო ინტერპრეტაციას წარმოგიდგენთ. გამბედავი გერდა, დაბნეული კაი, გულცივი დედოფალი, ენერგიული ყაჩაღები, კეთილი ირემი, ნაზი პრინცესა, რომანტიკოსი მეფე, შეყვარებული ყვავები – ამ პერსონაჟებს ახმეტელის თეატრის სცენაზე გაიცნობთ.
„ფორტუნას” სტუმარი, აღნიშნული სპექტაკლის რეჟისორი, ლაშა გოგნიაშვილია, რომელმაც საინტერესო დეტალები გაგვიმხილა.
სპექტაკლი ერთმოქმედებიანი იქნება, მისი ხანგრძლივობა 1 საათს შეადგენს, წინ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გელოდებათ, – ლამაზი კოსტიუმები და დეკორაციები, პატარებს დიდი ემოციები ელოდებათ, ისინი კაისთან და გერდასთან დაუვიწყარ მომენტებს გაატარებენ. 25 დეკემბრიდან დღეგამოშვებით იქნება სპექტაკლები „ახმეტელის თეატრში“. ბილეთებისთვის ესტუმრეთ ვებ გვერდს biletebi.ge. რაც შეეხება რეგულაციებს, პატარების მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ „მწვანე პასპორტი“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. ახლა უკრაინელი და მოლდაველი რეჟისორები გვყავს სტუმრად. მეც ვმუშაობ ახალ სპექტაკლზე, ასე რომ, წინ საკმაოდ დატვირთული იანვარი გველოდება.