LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლის ბაბუას საჩუქრების მიტანაში უსწრაფესი Corvette დაეხმარა

corvette

YouTube–არხის DragtimesInfo-ს ავტორებმა სადღესასწაულო ვიდეო გადაიღეს და მასში სანტა, საშობაო სამზადისი და Chevrolet Corvette Z06-ია ასახული. სწორედ ამ ავტომობილის დამსახურებაა ის, რომ სანტამ საჩუქრების დარიგება დროულად მოასწრო.

კლიპის დასაწყისში პატარა ბავშვი სანტა კლაუსს წერილს წერს, სანტა კი დანიშნულების ადგილამდე გზაში ჩერდება, რადგან მარხილი უფუჭდება. საჩუქრის მიტანაში დახმარებას მას 700 ძალის მქონე Chevrolet-ის მძღოლი სთავაზობს. ავტომობილი დათოვლილ გზებზე დრიფტაობს და საბოლოოდ პატარა ადრესატამდეც აღწევს.

ყველაფერი კი ნაძვის ხის ქვეშ სათამაშო Corvette-ის გაჩენით სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები