LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვა, ნისლი, ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

137
amindi-2

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უამინდობის შესახებ აფრთხილებს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“9-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები