LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოტის ოქროს ტაპირი მისცეს: გამიცვალე ჩანთები საათში

48
Capture

ფრანჩესკო ტოტიმ სახუმარო პრემია „ოქროს ტაპირი“ მიიღო.

„ოქროს ტაპირი“ – იტალიელი სატელევიზიო ჟურნალისტების სახუმარო ჯილდოა, რომელსაც ფეხბურთში ხმაურიანი ჩავარდნებისთვის გადასცემენ.

„რომას“ ყოფილ თავდამსხმელს პრიზი ცოლთან ილარი ბლაზთან გახმაურებული განქორწინების პროცესის გამო მისცეს. ისინი მწარე რეპლიკებს ცვლიდნენ მედიაში, ხოლო პარასკევს სასამართლოში შეხვდებიან ბრენდული ჩანთების დაბრუნების საქმეზე.

ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ჩანთები მასთანაა, მაგრამ დამალა, რადგან იმედი აქვს, რომ ჩანთებს გაცვლის Rolex-ის საათზე, რომელიც სეიფიდან გაქრა.

ტელეწამყვანმა ვალერიო სტაფელიმ ტოტის ურჩია,: „არ უთხრა ილარის, თორემ ესეც დაიკარგება“.

მარტში „ოქროს ტაპირი“ იტალიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მანჩინის გადასცეს იტალიის ნაკრების მუნდიალზე ვერმოხვედრის გამო.

2020 წელს ეს პრემია „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „დაიმსახურა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები