15 აგვისტოს, ჯო ჯონასი 29 წლის გახდა. ამერიკელმა მომღერალმა იუბილე ვაშინგტონში გამართულ კონცერტზე იზეიმა. ის ძმებთან, კევინთან და ნიკთან ერთად, მათი ბენდის – Jonas Brothers მეხუთე სტუდიური ალბომის – Happiness Begins მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება.
საღამოს კულმინაციური მომენტად, სცენაზე მისი მეუღლის, სოფი ტერნერის გამოჩენა იქცა, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ტორტი მიართვა.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ახალგაზრდა ვარსკვლავი სურვილს იფიქრებდა, Capital One Arena-ზე შეკრებილი პუბლიკა მისთვის Happy Birthday-ის მღეროდა.