LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედოს საქართველოში არავინ ჯობია: ჩემპიონის ფარის ისტორია ქუთაისიდან იწყება (ვიდეო)

60

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2017 წლის გამარჯვებული ქუთაისის “ტორპედო” გახდა და ტიტული 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას“დინამო არენამ” უმასპინძლა და ქუთაისელები ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, თბილისის „დინამოს“ შეხვდნენ.

დინამოელები 75 ქულით პირველ ადგილზე იყვნენ, ქუთაისელები კი, 73-ით მეორეზე და ორივეს ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.

74-ე წუთზე, “ტორპედო” თორნიკე კაპანაძემ ლამაზი გოლით დააწინაურა – 0:1. ამის შემდეგ თბილისის “დინამო” გააქტიურდა და მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე საკამათო პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა – ორი გუნდის კაპიტნის დუელი როინ კვასხვაძემ მოიგო, ბურთი მოიგერია და ”ტორპედო” მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. არადა, გოლის შემთხვევაში ჩემპიონი “დინამო” ხდებოდა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=196&v=CxpYLKGI32M

 

ლიგიდან “შუქურა” გავარდა, ხოლო გადათმაშებაში “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო” მოხვდნენ.

2017 წლის სეზონის შემდეგ, ეროვნული ლიგის გამარჯვებულს ჩემპიონის ფარი გადაეცა. მსგავსი სიმბოლური პრიზის გადაცემა ყველა ცნობილ ლიგაში დამკვიდრებული წესია, საქართველოში კი ეს წელს პირველად მოხდა.

ფარი თეთრ ოქროშია ამოვლებული, 55 სმ დიამეტრისაა და 10 კგ-ს იწონის. ჩემპიონის ფარზე, ხევსურული ორნამენტების გარდა, ასევე გამოსახულია 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი კლუბი სეზონების მიხედვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები