LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტორპედო” გაჩერდა: გაუსაძლისი პირობების გამო ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

180
71734258-2547776405281273-5525313982778310656-o

გაუსაძლისი პირობების გამო ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. ამის შესახებ „ტორპედოს“  ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს“ – წერია საფეხბურთო კლუბის ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

 

ქუთაისის „ტორპედო“ ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას ეკუთვნის. საფეხბურთო კლუბს უკვე რამდენიმე თვეა მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს. გადაუხდელია ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებაც. ქუთაისის მერია კლუბთან ხელშეკრულებას წყვეტს და ჩაჩავასთვის „ტორპედოს“ ჩამორთმევას აპირებს, რის შემდეგაც კლუბი მერიის ბალანსზე დაბრუნდება. ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს. მან ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა წამოიწყო.

საქართველოს თასი ტორპედოსია: ქუთათურებმა პენალტებით მოიგეს (ვიდეო)

გამარჯვებული ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და, ისევე როგორც წინა წელს, ამჯერადაც პენალტების სერია დაინიშნა.

ფეხბურთელები და გულშემატკივრები დახმარებას ქუთაისის მერიისგან, კერძო სექტორისა და ფეხბურთის ფედერაციასგან ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები