„ბასკონიას“ ქართველი კალათბურთი თორნიკე შენგელია ყურადღებას მოედნის მიღმაც იპყრობს. ვიტორიულმა კლუბმა ძალიან პოპულარული სერიალის “სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე ვიდეოკლიპი გადაიღო და მასში ჩვენიანიც მონაწილეობს. სამიდან ერთ-ერთ კლიპში თოკო მთავარ როლშია. ის კალათბურთის ბურთს მარსელო ჰუერტასს გადასცემს.
ამჟამად შენგელია ტრავმირებულია და ის დღეს გასამართ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.