LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე შარაშენიძე: საბჭოთა ჯარების შეყვანამ იმ დროს შედარებით დალაგებული ავღანეთი იმ ქვეყნად აქცია, რა ქვეყნადაც ჩვენ მას ვიცნობთ

120
ტორნიკე 44

ავღანეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში წლების განმავლობაში მიმდინარე არეულობაში საბჭოთა კავშირს დიდი წვლილი მიუძღვის.

„ის,  რაც ავღანეთში ხდება აიათოლა ჰომეინის დამსახურებაა.

ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ ამერიკას იქაურობის დატოვება მოუხდა. საბჭოთა ელიტას ამერიკელთა ეს მარცხი ერთის მხრივ კი გაუხარდა, მაგრამ მეორეს მხრივ იმაზე დაფიქრდნენ ირანის დაკარგვის შემდეგ ამერიკელები სად შეეცდებოდნენ ფეხის მოკიდებას.

და მათი ლოგიკური დასკვნა იყო ავღანეთი. ამ პერსპექტივის მოსკოვში ძალიან შეეშინდათ, რადგან შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში ისლამიზმის ბოლომდე აღმოფხვრა კომუნიზმმაც ვერ შეძლო. ამის პარალელურად საბჭოთა კავშირის მოსახლეობაში სლავების სლავების პროცენტული წილი მცირდებოდა, მუსლიმების კი იზრდებოდა.

პირველადი მონაცემებით, ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

ავღანეთიდან უკრაინამ სულ 80-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

გაჩნდა შიში რომ ამერიკელები ავღანეთში შევიდოდნენ და იქიდან აურევდნენ ვითარებას შუა აზიაში.
ამ შიშის ფონზე გაიმართა პოლიტბიუროს საბედისწერო სხდომა რომელსაც ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო პრაგმატული კოსიგინი (პრემიერი). დემენციური ბრეჟნევი კი იმ დროს (1979) უკვე ლაპარაკსაც კი გაჭირვებით ახერხებდა, აზროვნებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ავღანეთში ჯარების შეყვანა სამმა ადამიანმა გადაწყვიტა – ანდროპოვმა (КГБ), გრომიკომ (საგარეო მინისტრი) და უსტინოვმა (თავდაცვის მინისტრი).

როცა ეს ამბავი მოახსენეს ბჟეზინსკიNational Security Advisor) სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავიდა:

“ამ დებილებს ახალი ვიეტნამი შევტენეთ,” – ყვიროდა ლამის მთელი თეთრი სახლის გასაგონად. საქმე ისაა, რომ ამერიკელებმა იცოდნენ საბჭოთა ელიტის შიშების შესახებ (მათი კოდი გატეხეს და დიპლომატიურ მიწერ-მოწერას კითხულობდნენ) და სპეციალურად ყრიდნენ ჭორებს რომ ეს შიშები კიდევ უფრო გაემძაფრებინათ.

საბჭოთა ჯარების შეყვანამ იმ დროს შედარებით დალაგებული და ნორმალური ავღანეთი იმ ქვეყნად აქცია, რა ქვეყნადაც ჩვენ მას ვიცნობთ.

(უფრო ვრცლად მეხუთე წიგნში?)“, – წერს თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

მისი სტატუსის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები ეჭვობენ, რომ თალიბანი მალე სხვა ქვეყნებსაც შეუქმნის საფრთხეს.

შეგახსენებთ, გუშინ ავღანეთის პრეზიდეტმა ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები