LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულ დავლაძეების და შომახიების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები აჩუქა

173
BeFunky-collage - 2023-04-30T013321.864

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულ დავლაძეების და შომახიების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები აჩუქა, – აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ბათუმობის მოსალოცად დემე გვესტუმრა.

დემეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ქონდა და ბატონმა თორნიკემ საჩუქრით ძალიან გაახარა.
… დღეს ბათუმობაა და ყველა ბათუმელის დიდი ტკივილია 2021 წლის 8 ოქტომბერი, მაგრამ, ყველა ბათუმელმა უნდა იცოდეს, რომ ბატონ თორნიკეს არასდროს არ ავიწყდება დემე.

რამდენიმე კვირის წინ მან საოცარი სიურპრიზი გაუკეთა. მისი ინიციატივით დემე დავლაძე და ნიკოლოზ შომახია მამებთან ერთად ნეაპოლიში იმყოფებოდნენ კვარას თამაშზე.
ასევე, ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებით დავლაძეების და შომახიების ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინები”, – წერს თინა ზოიძე.

შეგახსენებთ, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები