”კრასნოდარისა” და ”ზენიტის” მატჩმა რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრე დაასრულა. ძირითადი 90 წუთის ამოწურვის შემდეგ სტუმრები 1:0-ს იგებდნენ, შემდეგ განვითარებულ მოვლენებს კი კონსტანტინ გენიჩის სიტყვებით, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ფანტასტიკა.
”კრასნოდარის” ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც ”ზენიტთან” გამარჯვების გოლი ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გაიტანა, მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
იგორ შალიმოვმა აღიარა, რომ ხანდახან მსგავს დარტყმებზე ვარჯიშობთ.
დიახ, ვარჯიშებზე ხანდახან ისეთ პასებს ვიღებთ, რომლის შემდეგაც მსგავსი დარტყმების განხორციელება შეიძლება. გოლის მომენტში საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ვიცოდი, რომ შეხვედრის ბედი უნდა გადამეწყვიტა. რასაკვირველია, ღმერთის წყალობით, გამიმართლა კიდეც.
დარტყმის მომენტში თქვენ ხედავდით, რომ იური ლოდიგინს კარზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა თუ უბრალოდ კარგ ადგილას აღმოჩნდით?
მე დავინახე, რომ მან გამოსვლაზე ითამაშა, ბურთი ხელით მოიგერია და ხაზზე აღარ იყო. რა თქმა უნდა, გამიმართლა კიდეც, რომ გოლი გავიდა, მაგრამ მე სწორედ ეს მსურდა.
რა დავალებით შეგიშვათ შალიმოვმა მოედანზე: შეტევის გაძლიერება და ფლანგების გააქტიურება გთხოვათ?
შეტევა უნდა გამომეცოცხლებინა და გოლი გამეტანა. ადრეც ყოფილა მსგავსი მომენტები, თუმცა მაშინ გატანა არ გამომდიოდა. ახლა კი მწვრთნელმა მითხრა, რომ გოლის გატანის დრო იყო.
მოედანზე გასვლამდე თქვენ ბურთის მიმწოდებელ ბიჭს თქვენი სავარჯიშო შარვალი მიეცით. ამიერიდან ეს კეთილ ნიშნად ჩაითვლება?
დიახ, ამიერიდან ეს ჩემი საფირმო ჟესტი იქნება და ყოველთვის ასე გავაკეთებ (იღიმის). გულწრფელად გეტყვით, ძალიან მიხარია, რომ გოლი გავიტანე და გუნდს სამი ქულა მოვაპოვებინე. დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის, მათ დღეს ბევრის გადატანა მოუხდათ, მაგრამ ამის მიუხედავად შესანიშნავად გვქომაგობდნენ.