LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე მამალაძე: სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ

105
მამალაძეეე

სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ავრცელებს.

” 3 თვიანი დიდი მუშაობის შემდეგ David Jandieri თან ერთად გუშინ გავაგზავნეთ მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია. 140 გვერდიანი დოკუმენტია ინგლისურად. ეს სასამართლო ჩვენი ოჯახის იმედია.

იმედი 5 წლიანი უკანონო პატიმრობის დასასრულისა და სამართლიანობის აღდგენისა. იმედი 3 წლიანი პარალიზებული მდგომარეობის დასასრულისა და მკურნალობის დასაწყისისა. იმედი იმისა რო ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მთელმა ქვეყანამ დაინახოს რო არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა!” – წერს თორნიკე მამალაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები