მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანის და, თეკლა გოგრიჭიანი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის მონაწილეობას იღებს პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“, სადაც მისი მეწყვილე კობა შონია არის. თეკლა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, პროფესიით ექიმია 35 წლის კობაც. თეკლამ და კობამ პროექტში ტანგო შეასრულეს და პროექტის მეორე ტურში გადავიდნენ. საზოგადოებაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ისინი შეყვარებულები არიან, რასაც წყვილი უარყოფს. „ჩვენ მეგობრები ვართ ჯერჯერობით“ – განაცხადა კობა შონიამ შესარჩევ კასტინგზე. იხილეთ ვიდეო