როგორც ცნობილია, ავსტრალიაში „მარველის“ „თორის“ სიქველის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ნატალი პორტმანი ითამაშებს. მანამ, სანამ გადაღებების პროცესი აქტიურ ფაზას მიაღწევს, 39 წლის მსახიობი დროს ოჯახს უთმობს, უქმეებზე ვარსკვლავი ბრაიონ-ბეის სანაპიროზე, 3 წლის ქალშვითან ერთად დააფიქსირეს.
მას შავი ჰიდრო კოსტიუმის ქვეშ შავ-თეთრი ბიკინი ეცვა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ „თორის“ როლს კრის ჰემსვორტი აღარ შეასრულებდა, თუმცა მსახიობმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ აღნიშნული როლის შესრულებაზე უარს არასდროს იტყვის.
„გაგიჟდით? მე პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ, თორი ჯერ ახალგაზრდაა ამისთვის, ის სულ რაღაც 1500 წლისაა“, – გაიხუმრა კრისმა.
ასე რომ სულ მალე, ეკრანებზე ეპიკურ თორსა და მის გულისწორს კვლავ ვიხილავთ.