მწერალ ტორესა მოსის დაკავების გამო, მწერლების ხვალ აქციას გამართავენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშვიდობიანად მოპროტესტე კოლეგის უსამართლოდ დაპატიმრების გამო აქცია ხვალ, მაჩაბლის 13-ში, 10:00 საათზე გაიმართება.
„საქართველოს პენცენტრის წევრი, მწერალი ტორესა მოსი ისევ პატიმრობაში რჩება. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის თხოვნა მისი ხელწერილით გამოშვების თაობაზე. სასამართლო დანიშნულია ხვალ დილის საათებში.
მშვიდობიანად მოპროტესტე კოლეგის უსამართლოდ დაპატიმრების გამო ხვალ, მაჩაბლის 13-ში, დილის ათ საათზე გაიმართება ქართველ მწერალთა სოლიდარობის აქცია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თელავში „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ საპროტესტო პერფორმანსში მონაწილე ტორესა მოსი დააკავეს