LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: „ყველა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, გაზრდილი ვართ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში, სახელწოდებით – სკოლა…“

94
toresamossi

მწერალი ტორესა მოსი განათლებისა და სკოლის პრობლემაზე წერს და აღნიშნავს, რომ ასთ სკოლებში გაზრდილი მომავალი თაობები ვერ გვიშველიან.

„ქვეყანაში დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი ვცხოვრობთ და ყველა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, გაზრდილი ვართ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში, სახელწოდებით – სკოლა. და გვინდა გვქონდეს ცივილიზებული, ნორმალური საზოგადოება, სამართლიანი სასამართლო, პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ემსახურებიან და სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღვსილი მოქალაქეები. ჰოდა, რანაირად? როგორ შეიძლება, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში აღზრდილმა ადამიანებმა ასეთი საზოგადოება შექმნან? შეუძლებელია. და ყველაზე უარესი იცით, რა არის? ჯერ კიდევ, ახლაც, მომავალ თაობას ვზრდით იგივე საკონცენტრაციო ბანაკებში და ვამბობთ, რომ აი, მომავალი კარგი გვექნება, ეს ბავშვები გვიშველიან. ჰოდა, არა, არ იქნება ასე. არანაირი მომავალი არ გვექნება. მე, ჩემი თაობა, წინა თაობები, ნორმალურ ქვეყანაში ვერასოდეს ვიცხოვრებთ, ვერ მოვესწრებით მაგას, არ გვექნება ნორმალური ქვეყანა, მაგრამ დღესვე, სასწრაფოდ თუ არ შევცვლით ძალადობასა და კონკურენციაზე დაფუძნებულ საკონცენტრაციო ბანაკებს ნამდვილი სკოლებით, ვერც ეს ბავშვები შეძლებენ ნორმალური ქვეყნის აშენებას და ისინიც იძახებენ თავის შემდგომებზე იგივეს. გინდათ, რომ ეს ქვეყანა 30 წლის შემდეგ მაინც გახდეს ნორმალური? დღეს უნდა დავიწყოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. 30 წლის წინ რომ დაგვეწყო, დღეს უკვე ნორმალური ქვეყანა გვექნებოდა. იფიქრეთ ამაზე. მანამდე ყველა უბედურება დაგვემართება და აქედან არ არსებობს მოკლევადიანი გამოსავლები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები