LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: „ველოდებოდი „ფაიზერს“, დიდი სასოებით ვცადე, მაგრამ ვერ დავრეგისტრირდი, ამიტომ „სინოფარმით“ ავიცერი… აღარაა ლოდინის დრო“

512
toresanews345

მწერალი და ტელეწამყვანი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს აცრის ბარათს, სადაც ჩინური ვაქცინაა ასახული და წერს:

„ჰო, ეს მე ვარ. მე ველოდებოდი „ფაიზერს“, დიდი სასოებით ვცადე იმ 28000 დოზიდან ერთი მაინც მიმეღო, მაგრამ ჩემი ფეხები, ვერ დავრეგისტრირდი. ჰოდა, ავდექი და დავრეგისტრირდი „სინოფარმზე“ და როგორც ხედავთ, ერთი აცრა გავიკეთე უკვე. დიდი იმედი მაქვს კორონა მეორე აცრამდე არ დამემართება.

აღარ არის მაგის დრო, ჯობს 75%-ით გიცავდეთ, ვიდრე სულ დაუცველი დარჩეთ.

პ.ს. ამ ყველაფრისთვის, ამ ჯოჯოხეთისთვის, ამ დაკარგული სიცოცხლეებისთვის ხელისუფლებას პასუხი პოლიტიკურად არჩევნებზე ვაგებინოთ. ახლა კი ავიცრათ იმით, რაც ხელმისაწვდომია. აღარაა ლოდინის დრო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები