LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: „გაუჭირდებათ მისი დაჭერა. დიდი შანსია, რიგითი პოლიციელი გადაეყაროს მიშას და არაფერი გააკეთოს…“

129
toresamoss

მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ განთავსებულ ვიდეოებს ეხმაურება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბათუმშია გადაღებული და წერს:

„სისტემას აქვს გასხმული ბოლომდე. შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსულიყო, რიგით პოლიციელს და მესაზღვრეს, მყარად რომ სჯეროდეთ, რომ ამ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და დასაჭერია. ცხადია, ხელისუფლებას შეეძლო კონკრეტული სპეცრაზმის ასეულის მობილიზება, მაგრამ სისტემურად ჩამოშლილია. სისტემას აღარ სჯერა საკუთარი თავის, ამიტომ ხდება ის, რაც ხდება, ამიტომ გაუჭირდებათ მისი დაჭერა. დიდი შანსია, რიგითი პოლიციელი გადაეყაროს მიშას და არაფერი გააკეთოს. ქოცები დასრულებული არიან. ჩვენი ამოცანაა ხვალ ეს მშვიდობიანად გავაფორმოთ და კოალიციური მთავრობა შევქმნათ. თუ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ რევოლუციური სცენარები, ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და სამში მშვიდად მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია აგვარიდოს თავიდან დესტაბილიზაცია, არეულობა და ახალი რევოლუცია. ამას უნდა შეეგუოს ყველა, ნებისმიერი გაფაფხურება ძალით ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, იქნება ფუჭი და მხოლოდ მოიტანს კიდევ უფრო ცუდ დასასრულს ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის. ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება არის, შეეგუეთ ქართველი ხალხის ნებას და მშვიდობიანად წადით სახლებში. შეეგუეთ, რომ თუ პოლიტიკაში დარჩენა გინდათ, მომდევნო წლებში ოპოზიციურ პარტიად ყოფნა მოგიწევთ. ესაა საუკეთესო სცენარი თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები