LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: „ეს არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება გადახდეთ… არც კი გაახსენდათ, რომ სანამ თვითონ წითელ ხალიჩებზე დაიკვანწებიან, ადამიანები სიცოცხლეს სწირავენ თავისუფლების იდეას…“

300
toresa

მწერალი ტორესა მოსი „ოსკარის“ ცერემონიის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ უკრაინის თემისადმი მათ გულგრილობა გამოავლინეს. ის ასევე დასძენს, რომ ყველაზე სახიფათო, რაც ჰოლივუდის მსახიობებს შეიძლება გადახდეთ, უილ სმიტისა და კრის როკის ინციდენტია „ოსკარის“ სცენაზე:

„ტიპების ცხოვრებაში იმდენად არაფერია ნამდვილი, რომ ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება გადახდეთ, არის ის, რომ რომელიმე ს…მა უტაქტო ხუმრობისთვის, მსუბუქად გაასილაქოს. ცხოვრების უნიჭო იმიტატორები არიან. ახლა ორივე, გამსილაქებელიც და გასილაქებულიც ალბათ ერთი წელი ივლიან თერაპიაზე ამ უპრეცედენტო სტრესის მოსახსნელად. ამასობაში არც კი გაახსენდათ, რომ სანამ თვითონ წითელ ხალიჩებზე დაიკვანწებიან, ადამიანები სიცოცხლეს სწირავენ თავისუფლების იდეას. ჰოლივუდში ამერიკული სული მანდ ნამდვილად აღარ არის. გუშინ თავისუფლების ქანდაკება გადაადნეს და მის ნაცვლად პუტინის ძეგლი დადგეს. რა ვიცი, ამერიკელი რომ ვიყო, კიდევ უფრო შემრცხვებოდა. ახლა იმის მრცხვენია, მათ უმრავლესობას სახეზე რომ ვცნობ და ჰოლივუდის წარმოების ამდენი ნაგავი მაქვს ნანახი. არა უშავს, კარგი მწარე გაკვეთილია, რომ ნაგავს არასოდეს უნდა მისცე შანსი, შენს გონებაში შემოვიდეს, რადგან ნაგავი, ნაგავია, როგორც გინდა შეფუთო…“

ნინჩო ჯიბლაძე „ოსკარებზე“: „ვის რად უნდა ეს ამდენი ოქრო და ბრილიანტები… როცა არ ვიცით, ერთ თვეში რამდენი ბავშვი დაიღუპა?!.“

,,კოდა” ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა – „ოსკარი“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები