ავტომოყვარულები და განსაკუთრებით იაპონური ავტომობილების მოყვარულები, მუდმივად კამათობენ ორი ავტომობილის Subaru Impreza-სა და Mitsubishi Lancer Evolution-ის შესახებ. კამათის თემა კი ამ ორიდან საუკეთესოს გამოვლენა გახლავთ.
თემას TopGear-მა, მთლიანი გადაცემა მიუძღვნა, სადაც პასუხი გასცა ავტომოყვარულების შეკითხვას Subaru თუ Mitsubishi? მართალია ვიდეო თითქმის ერთი წლისაა, თუმცა, თემა აქტუალობას არასდროს კარგავს…