TopGear-ის გუნდი ჩვეულებრივ გზაზე 240 კმ/სთ სიჩქარით სიარულში დაადანაშაულეს. ტელეარხ „TV2”-ის ინფორმაციით, საქმეს ამჟამად ნორვეგიის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს აქვთ ინფორმაცია, რომ შოუს ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დროს, ავტომობილი მაგისტრალზე მოძრაობდა და დაშვებულ სიჩქარეს ასობით კილომეტრთ გადააჭარბა. გადამღებ ჯგუფს ხელისუფლებამ ნება მისცა, რომ გზა მაქსიმუმ 12 წუთით გადაეკეტათ და 140 კმ/სთ სიჩქარით ემოძრავათ. თუმცა, Top Gear-ის გუნდმა მითითება არ გაითვალისწინა და 244 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითარა.
აღსანიშნავია, რომ პოპულარული შოუს გადაღება დროებით შეჩერებულია და გადამღები ჯგუფი პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობს.