ბრიტანული მარკეტინგული სააგენტო uSwitch ეძებს მოხალისეებს, ვინც მზად იქნება რომ გასართობი საავტომობილო შოუს Top Gear-ის 30 ეპიზოდს უყუროს. ამ სამუშაოსთვის საკმაოდ სოლიდური ჰონორარი – 1000 ფუნტი სტერლინგია გათვლილი. კონკურსში შერჩეული ადამიანი ასევე უნდა დათანხმდეს რეკლამაში გადაღებასაც, რაც მისი ვინაობისა და ფოტოს გავრცელებას გულისხმობს.
სააგენტო uSwitch მარკეტინგული კვლევებითაა დაკავებული, ამიტომ შოუს მაყურებელს არამხოლოდ სერიების ყურება, არამედ ყველა იმ ავტომობილის სიის შედგენაც მოუწევს, რომელიც შოუს თითოეულ ეპიზოდშია გადაღებული. ამ სამუშაოსთვის ზუსტად 3 თვე იქნება გათვლილი, რაც ძალიან გადატვირთულ გრაფიკს ნამდვილად არ ნიშნავს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საიტზე სპეციალური ფორმის შევსებაა საჭირო და განაცხადების მიღება 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულს კი 22 ნოემბრისთვის დაასახელებენ.
კონკურსის მიზანია დაადგინონ, თუ რომელი ავტომობილი იყო Top Gear-ის ყველა სეზონის განმავლობაში ყველაზე პოპულარული.