LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Top Gear-ის წამყვანებს კინაღამ ცეცხლი წაეკიდათ

17

Top Gear-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას კუპე Alpine A110-ის წინა სერიულ მოდელს ცეცხლი გაუჩნდა. ამ მომენტში ავტომობილში წამყვანები კრის ჰარისი და ედი ჯორდანი იმყოფებოდნენ.

გადაღებები მონტე კარლოს რალის მეჩვიდმეტე სპეცმონაკვეთზე მიმდინარეობდა. წამყვანებმა არ იცოდნენ, რომ ავტომობილი იწვოდა. იმის შესახებ, რომ ავტომობილის ქვედა ნაწილიდან კვამლი გამოდიოდა, მათ გადამღებმა ჯგუფმა შეატყობინა. ჰარიმ და ჯორდანმა ავტომობილის დატოვება ტრავმების გარეშე მოახერხეს.ავტომობილი ბოლომდე დაიწვა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები გამოიძახეს.

Top Gear-ის პირველი ეპიზოდი გაზაფხულზე გამოვა. იანვრის ბოლოს კომპანია BBC-მ გადაცემის ტრეილერი გამოაქვეყნა. რგოლის მიხედვით ჩანს, რომ შოუში შემდეგი ავტომობილები მონაწილეობენ: BMW M5, Alfa Romeo Stelvio, Kia Stinger, McLaren 720S, Honda Civic Type R, Lexus LC, Ford Mustang, Jaguar F-Type და Chevrolet Corvette.

შოუს წამყვანები, ისევე როგორც წინა სეზონზე კრის ჰარისი, მეტ ლებლანი და რორი რიდი იქნებიან. რას აკეთებდა Alpine-ის ეპიზოდის გადაღებისას ჯორდანი, უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები