LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Top Gear-ის ახალი სეზონი: დრიფტი სუპერქარებით, ძაღლები და ნაყინი (ვიდეო)

41

კორპორაცია BBC-მ Top Gear-ის ახალი სეზონის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. რგოლი გადაცემის YouTube-ის არხზეა განთავსებული.

ახალი ვიდეო წინა ტიზერის გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც შოუს წამყვანები რძისთვის მძლავრი ავტომობილებით მიდიან. ამჯერად იგივე ეპიზოდი სტიგის თვალით არის დანახული – რას აკეთებდა ის მანამ, სანამ მეტ ლებლანი, კრის ჰარისი და რორი რიდი არ იყვნენ.

გარდა Porsche 911 GT2 RS-ის, Ferrari GTC4Lusso-სა და McLaren 720S-ისა, შოუს ეპიზოდებში ჩნდებიან: BMW M5, Alfa Romeo Stelvio, Kia Stinger, Honda Civic Type R, Lexus LC, Ford Mustang, Jaguar F-Type და Chevrolet Corvette.

Top Gear-ის 25-ე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში კენ ბლოკიც გადაიღეს. ის ყველგანმავალ ბაგიზე, პოლიციელის როლს ასრულებს.

ახალი სეზონი ეთერში 25 თებერვალს გავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები