ტოპ 5-ის კლუბებმა იანვარში ტრანსფერებზე 568 მლნ ევრო დახარჯეს.
ეს 6.4%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ.
ფიფამ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ზამთრის ტრანსფერების ანგარიში გამოაქვეყნა.
იანვარში კლუბებმა ტრანსფერებზე 568,3 მლნ ევრო დახარჯეს, აცნობა ორგანიზაციის პრესსამსახურმა. ინგლისურმა კლუბებმა 157,6 მლნ-ის ფეხბურთელები იყიდეს, იტალელებმა – 127,9 მლნ დახარჯეს, გერმანელებმა – 99,5 მლნ გაიმეტეს, ესპანურ გუნდებს 99 მლნ შემოეხარჯათ, ფრანგების ხარჯი კი 84,3 მლნ-ია.
ჯამში ტოპ 5 ჩემპიონატების კლუბებმა 349 ტრანსფერი განახორციელეს, რაც ამ პერიოდში მსოფლიოში მთელი მიდი-მოდის 59%-ია.
ფიფას 211 წევრი-ასოციაციიდან იანვარში ბაზარზე 162 გავიდა.