საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი, 39.31%-იანი წილი, კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ოპერაციული სისტემების მიხედვით კი პირველ ადგილზე Android-ის პლატფორმაა, რომელზეც ბაზრის 3/4 მოდის.
Samsung-ის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ბრენდი Apple-ია, მას ბაზრის 13.70% უკავია. რაც შეეხება ტოპ 5-ეულში შესრული სხვა ბრენდების სმარტფონებს, მათი წილი ასე გადანაწილდა: მესამე ადგილზეა Huawei – ბაზრის 8.81%; მეოთხეზე Nokia/Microsoft – ბაზრის 7.04%; მეხუთეზე კი Lenovo – ბაზრის 1.34%.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 5.1 მილიონი აქტიური ნომერია (სიმ ბარათი), უშუალოდ მობილური ტელეფონების რაოდენობა კი ამაზე ნაკლებია, რადგან ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.48 ნომერი მოდის.