Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ტონინო ლამბორგინის“ ფილები უკვე საქართველოშია -„ნიუ დიზაინი“ გაფართოებას აგრძელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტონინო ლამბორგინის“ ფილები უკვე საქართველოშია -„ნიუ დიზაინი“ გაფართოებას აგრძელებს

527
dsc0517

სარემონტო მასალების საბითუმო მაღაზიათა ქსელი „ნიუ დიზაინი“ აგრძელებს ერთგული მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლეების დანერგვას – კომპანიის ქსელს შეემატა კიდევ ერთი შოურუმი ქ. ბათუმში.

გარდა ამისა, „ნიუ დიზაინს“ მომხმარებლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე აქვს – მხოლოდ მათ ქსელში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ევროპაში უმსხვილესი ჯგუფის, პრემიუმ კლასის ფილების შემქმნელი კომპანიის, „გამბარელი ჯგუფისა“ და ტონინო ლამბორგინის ერთობლივი გამოცდილების შედეგად შექმნილი პროდუქცია, რომლებიც გამოირჩევა დიზაინის სინატიფითა და ფერთა საოცარი შერწყმით. აღნიშნული ფილების ნაწილი ხელნაკეთია, რაც მატებს მეტ სინატიფესა და ლაზათს, თითოეული ფილა ხელოვნების ნიმუშია. მოკლედ, „ტონინო ლამბორგინის“ ფილები უკვე საქართველოშია და ის ამშვენებს „ნიუ დიზაინის“ შოურუმებს.

12 ნოემბერს „ნიუ დიზაინმა“ უმასპინძლა ტომასო პოზის – „გამბარელი ჯგუფისა“ და „ტონინო ლამბორგინის“ კერამიკული ფილების „Tiles & Style” ვიცე-პრეზიდენტს, რომელმაც გაუზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ქართველ დიზაინერებსა და არქიტექტორებს, მან წარადგინა ელეგანტური და დახვეწილი თემები მოდერნისა და ლოფტის საოცარი შერწყმის, რომლებიც თნამედროვე აქცენტით გადმოიტანეს უახლეს კოლექციებში.

კომპანიის შესახებ

„ნიუ დიზაინი“ (შპს “გიორგი-2004”) სთავაზობს მომხმარებელს სარემონტო მასალების ფართო არჩევანს. „ჩვენი კომპანია ახორციელებს სარემონტო მასალების საცალო და საბითუმო ვაჭრობას მთელ საქართველოში. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის ევროპული ბრენდების პროდუქცია მისაღებ ფასად, ეს არის მიზეზი იმისა რომ, „ნიუ დიზაინი“ (შპს “გიორგი-2004”) ლიდერობს სარემონტო მასალების სამომხმარებლო ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან ევროპაში ცნობილი კომპანიები.

ჩვენი პროდუქციის მომხმარებელია როგორც ფართო საზოგადოება, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და სამშენებლო კომპანიებთან. ჩვენს სავაჭრო ცენტრებსა და ფილიალებში დასაქმებულნი არიან გამოცდილი კონსულტანტები და მენეჯერები, რომლებიც უწევენ მომხმარებელს პროფესონალურ დახმარებას.

ჩვენს სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ხარისხი და ფასი ჩვენი  პრიორიტია“, – აცხადებენ სარემონტო მასალების საბითუმო მაღაზიათა ქსელში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები