მომღერალ ტონი ბრექსტონს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, მომღერალს ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება გაურთულდა.
ბრექტსტონმა კლინიკაში ოთხი დღე გაატარა, ახლა სახლში იმყოფება და თავს შესანიშნავად გრძნობს. უახლოეს დღეებში ტონი რეპეტიციების განახლებას გეგმავს.
ტონი ბრექსტონი პოპულარული ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია. პირველი ალბომი Toni Braxton ეროვნულ ჩარტში Billboard 200 პირველ ადგილას იყო, მომღერალს სამი „გრემი“ აქვს მიღებული.