ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ „ტომი ჰილფიგერი” საახალწლო ფასდაკლების აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს 40%-ამდე ფასდაკლებით.
როგორც „ტომი ჰილფიგერში” აცხადებენ, ფასდაკლება ვრცელდება მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე. აღნიშნული აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ნოემბერში „ტომი ჰილფიგერმა” შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სრულად განაახლა. კოლექცია ევროპიდან ჩამოვიდა, როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.
„მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ჩვენთან შეიძინოს შემოდგომა-ზამთრის ტანისამოსი, ასევე ფეხსაცმელი, აქსესუარები, ახალი კოლექციის საათები, ამ სეზონის მოდური ჩანთები. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სპორტული ხაზი როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონის”, – აცხადებენ „ტომი ჰილფიგერში”.
შეგახსენებთ, „ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 46 ნომერში ფლობს.