LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტომი ჰილფიგერმა” კოლექცია 100%-ით განაახლა

107

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ ”ტომი ჰილფიგერი” 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია მიიღო.

როგორც ”ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს, პრემიუმ ხარისხის კოლექცია ევროპიდან ჩამოვიდა. რაც შეეხება ფერებს, ახალ სამოსში ”ტომი ჰილფიგერის” ტრადიციული ფერები – ლურჯი, წითელი და თეთრი დომინირებს. ამასთან, როგორც მაღაზიაში განმარტეს, გაზაფხული-ზაფხულის წლევანდელ ტანსაცმელში ვარდისფერი და მწვანე ფერებიც ჭარბობს.

”მივიღეთ ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ტანისამოსი, კონკრეტულად მოკლე მკლავიანი პერანგები, მაისურები, ასევე საზღვაო ტანსაცმელი და აქსესუარებიც. ამასთან, ტომი ჰილფიგერისა და ჯიჯი ჰადიდის ერთობლივი კოლექციის დიდი ნაწილიც გვაქვს ქალთა კოლექციაში წარმოდგენილი”, – აღნიშნეს მაღაზიაში.

ცნობისთვის, ბრენდი ”ტომი ჰილფიგერი” 1985 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა. ბრენდი საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები