მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი ლოს-ანჯელესში ცხოვრებაზე ოცნებობს, ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი მშვიდ საცხოვრებელ ადგილს ეძებს და მიიჩნევს, რომ მისთვის იდეალური ფლორიდაში ცხოვრება იქნება.
„ტომს ეზიზღება ლოს-ანჯელესი და იქ ცხოვრება მისთვის ძალიან ძნელია. მიიჩნევს, რომ ჰოლივუდის მაცხოვრებლები ხელოვნური ხალხია,“ – ამბობს UsWeekly-ს წყარო.
საიენტოლოგების ეკლესიის ერთგულმა წევრმა, 53 წლის მსახიობმა ბევერლი-ჰილზზე მდებარე საკუთარი სახლი, სადაც 1990-იან წლებში ის ცოლთან, ნიკოლ კიდმანთან ერთად ცხოვრობდა, რამდენიმე დღის წინ 59 მილიონ დოლარად გაყიდა. არჩევანი კრუზმა ქალაქ ქლიერუოთერზე შეაჩერა, სადაც მისი მეგობარი და კოლეგა ჯონ ტრავოლტა ცხოვრობს.