როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, 61 წლის ტომ კრუზი, რუსი ოლიგარქის ქალიშვილსა და ბრილიანტებით მოვაჭრე, რუსი მილიონერის, დიმიტრი ცვეტკოვის ექს-მეუღლეს, 36 წლის ელსინა ხაიროვას ხვდება.
ამჯერად ცნობილი გახდა, რომ „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა საყვარელ ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად ლონდონში მდებარე პრესტიჟული რესტორანი „დახურა“. მას ახალ რჩეულთან განმარტოება სურდა. როგორც ჩანს, ელსინა ზღვის პროდუქტების დიდი მოყვარულია, ამიტომ კრუზმა 500 ფუნტი სტერლინგი ლობსტერების დელიკატესში გადაიხადა.
„ტომი მთელი საღამოს განმავლობაში მოხიბლული უცქერდა ელსინას და მას თვალს ვერ აშორებდა. ისინი მთელს რესტორანში მარტო იყვნენ“, – წერს ინსაიდერი.
„61 წლის თინეიჯერი“, „სასაცილოა“ – ტომ კრუზის ახალი ვარცხნილობა განხილვის საგნად იქცა
ტომ კრუზი გვასწავლის, როგორ შევხვდეთ ექს-შეყვარებულს – ფოტოები წითელი ხალიჩიდან