„ტომ კრუზი ელსინა ხაიროვას მისი ექს-მეუღლის, რუსი ოლოგარქის, დიმიტრი ცვეტკოვის გამო დაშორდა“ – ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
გამოცემა PageSix-ს წყარომ განუცხადა, რომ ტომმა სწორედ ცვეტკოვის გამო დაიხია უკან.
„მას უბრალოდ არ სურს საყვარელი ქალის ყოფილ ქმართან ასოცირდებოდეს, რომელიც ყოველ კვირა ნეგატიურ განცხადებებს ავრცელებს“, – ამბობს ინსაიდერი.
ტომ კრუზი რუსი ოლიგარქის ექს- მეუღლეს მისი შვილების გაცნობიდან რამდენიმე დღეში დაშორდა
ცნობისთვის, ცნობილმა რუსმა მაგნატმა, ინტერვიუში კრუზს „საყვარელი მსახიობი“ უწოდა და მას „საფულის ფართოდ გახსნა“ ურჩია.
მან განაცხადა, რომ მის ყოფილ მეუღლეს გლამურული ცხოვრება ძალიან უყვარს და 11-წლიანი ქორწინების პერიოდში ელსინამ ტანსაცმელსა და ჩანთებში 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
„ტომ, საფულე ფართოდ გახსენი“ – ბრილიანტის მაგნატი, დიმიტრი სცვეტკოვი ტომ კრუზს აფრთხილებს