LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონი გეგმავს, ტეილორ სვიფტს დაქორწინება შესთავაზოს

243

ტეილორ სვიფტი და ტომ ჰილდსტონი მზად არიან, საკუთარი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანონ. მათთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ სულ მალე მსახიობი და მომღერალი საცოლე და საქმრო გახდებიან.

„ტომი მისი ოცნების მამაკაცია. ის ისეთი რომანტიკული, ნაზი და გალანტურია, ყველაფერს სწორად აკეთებს,“ – ამბობს წყარო და დასძენს, რომ გრანდიოზული ჟესტი ჯერ კიდევ წინ არის. ჰიდლსტონი გეგმავს, უახლოეს მომავალში სვიფტს ხელი სთხოვოს.

35 წლის ბრიტანელი და მისი ახალი შეყვარებული თვეზე მეტია, ერთად არიან და ამ პერიოდს მუდმივად მოგზაურობაში ატარებენ. ამასთან, მათ ერთმანეთს მშობლებიც გააცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები