LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენქსი, რამი მალეკი, რეჯინა კინგი, შარლიზ ტერონი – ვარსკვლავური სელფი „ოსკარებიდან“

402
oscars-self

ელენ დეჯენერესის მიერ 2014 წელს გადაღებული ვარსკვლავური სელფი „ოსკარების“ დაჯილდოვების ცერემონიალიდან,  დღემდე საუკეთესო ფოტოდ ითვლება კინოაკადემიის ისტორიაში. შოუს წამყვანმა მოულოდნელად მონოლოგის დროს დარბაზში გადაინაცვლა და ყველა A კლასის ვარსკვლავს სელფის გადასაღებად უხმო. ამ ვარსკვლავურ ფოტოზე ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ლუპიტა ნიონგო, ბრედლი კუპერი, ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი და ჯულია რობერთსი პოზირებენ.

წელს „ოსკარებს“ წამყვანი არ ჰყოლია, ამიტომ ვარსკვლავური სელფის გადაღება თავის თავზე შარლიზ ტერონმა აიღო. ახალი ფოტო ტერონმა ცერემონიალის მსვლელობისას გადაიღო და კადრში მასთან ერთად მოყვნენ რამი მალეკი, სელმა ჰაიეკი, რეჯინა კინგი, ტომ ჰენქსი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები