ამ დღეებში, ტომ ჰარდი მამა მესამედ გახდა. 41 წლის ინგლისელ მსახიობსა და მის 37 წლის კოლეგა მეუღლეს, შარლოტა რაილის მეორე ვაჟი შეეძინათ. გაირკვა, რომ ბიჭუნა ქვეყანას 12 იანვარს მოევლინა.
ცნობილი გახდა, რომ ,,ვენომმა” პატარას საყვარელი კინო პერსონაჟის, ფორესტის სახელი დაარქვა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ურთიერთობა 2009 წელს დაიწყეს, 2014-ში კი იქორწინეს. პირველი საერთო შვილი მათ 2015 წელს შეეძინათ. ჰარდის უფროსი ვაჟი, ლუი, რომელიც მას რეიჩელ სპიდისგან ჰყავს 2008 წელს დაიბადა.