LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ფორდი ახალ ფილმს ტორონტოს კინოფესტივალზე წარმოადგენს

224

სექტემბერში, ტორონტოს კინოფესტივალის სტუმრები ტომ ფორდის მეორე ფილმს იხილავენ, რომელიც დიზაინერმა და რეჟისორმა სადებიუტო ”მარტოხელა მამაკაცის”  გამოსვლიდან, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გადაიღო.

ოსტინ რაიტის 1993 წელს გამოქვეყნებული რომანის ”ტონი და სიუზანი” კინოადაპტაციაში ”ღამის საფარქვეშ”, მთავარ როლზე თავიდან ჯორჯ კლუნი მოიაზრებოდა, თუმცა ქასტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ მამაკაცის მთავარი როლი ჯეკ ჯილენჰოლს, ქალის კი – ემი ადამსს ერგო.

კომპანია Universal-მა უკვე შეიძინა უფლებები 29 მლნ. დოლარად გადაღებულ ფილმზე, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფორდის მეორე ნამუშევარი არანაკლებ წარმატებული იქნება, ვიდრე პირველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები