LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში Yamaha-ს ავტომობილის პრეზენტაცია შედგა

52

ტოკიოში გამართულ ავტოშოუზე კომპანიამ Yamaha ახალი სპორტკუპეს კონცეპტი წარადგინა. ამ ავტომობილის შესახებ კომპანიამ 2013 წელს გაავრცელა ინფორმაცია. ახალი სპორტქარი ცნობილმა დიზაინერმა გორდონ მიურეიმ შექმნა.

ავტომობილს უახლესი დაკიდების სისტემა აქვს და სტრუქტურულად ლეგენდარულ McLarer F1-ს ჰგავს, რომელიც აგრეთვე მიურეის მიერ არის შექმნილი. გარდა ამისა, ახალი მოდელი ფორმულა ერთის ტექნოლოგიებით არის დამზადებული.

 

Yamaha-Sports-Ride-Concept-05 (1)

 

სპორტული კუპე უფრო გრძელი, განიერი და მაღალია, ჩვეულებრივ ავტომობილებთან შედარებით, თუმცა საერთო მასა 740კგ-ს შეადგენს. თუ ავტომობილის შემქმნელებს დავუჯერებთ, სწორედ ეს დეტალები განაპირობებს იმას, რომ ავტომობილი საოცრად დახვეწილი და დინამიური იქნება, რაც განაპირობებს ავტომობილის სტაბილურობას როგორც ქალაქში, ასევე ტრეკზეც.

 

Yamaha-Sports-Ride-Concept-05

 

ამ დროისათვის დამატებითი დეტალები ძრავსა და გადაცემათა კოლოფზე კომპანიას არ გამოუქვეყნებია, თუმცა სავარაუდოა, რომ ავტომობილის 3.0ლიტრიანი საწვავზე მომუშავე ძრავი, ან 1.0 ლიტრიანი ელექტრო ძრავი ექნება. როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ Yamaha შეძლებს და ამ ავტომობილს წარმოებაში ჩაუშვებს, ის კონკურენციას გაუწევს ისეთ სპორტქარებს როგორიცაა Mazda Mx-5 და Toyota S-FR.

 

Yamaha-Sports-Ride-Concept-06

Yamaha-Sports-Ride-Concept-07

Yamaha-Sports-Ride-Concept-08

Yamaha-Sports-Ride-Concept-09

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები