15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.
ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გააცნობს.
დღის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოს მთავრობის სახელით, გალა მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული.
იაპონიაში ვიზიტის ფაგლებში, ასევე, დადგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონური კომპანიების: TEPCO, TOSHIBA, Konica Minolta, HITACHI-სა და MItsubish Motors წარმომადგენლებთან.