LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოჯინიანი კაცი“ დარჩება ამ ტრაგედიის სიმბოლოდ.. საერთოდ ცხოვრება ამირია ამ ტრაგედიამ… ჩვენ ყველანი ვართ „ნიღაბს“ ამოფარებული „თოჯინიანი კაცები“ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლის უფლება არ არის დაცული…“ – 9 აპრილის მონაწილე ნანა მახარაძე შოვის ტრაგედიაზე

637
Untitled design (2)

რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს 1989 წლის 9 აპრილის აქციებში მონაწილე ნანა მახარაძე, რომელსაც ხელში შავი დროშა ეჭირა.

როგორც ნანა მახარაძე წერს, გიორგი დუდაშვილი „თოჯინიანი კაცი“ დარჩება ამ ტრაგედიის სიმბოლოდ.

მისივე განცხადებით, „ჩვენ ყველანი სხვადასხვა „ნიღაბს“ ამოფარებული „თოჯინიანი კაცები“ ვართ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლის უფლება არ არის დაცული“.

„23-ე დღე…

31 გარდაცვლილი და ორ ადამიანს ისევ ეძებენ…

„შოვის ტრაგედია“ ასე დაერქვა ამ თურმე მხოლოდ „სტიქიურ მოვლენას“ რომელმაც ოჯახები გაანადგურა… მთელი ქვეყანა დაადუმა…

„თოჯინიანი კაცი“ დარჩება ამ ტრაგედიის სიმბოლოდ და ვაი-ვიშით გავიხსენებთ თუნდაც ბევრი წლის მერეც რა მოხდა, როგორ ჩაყლაპა მიწამ ერთ წუთში ამდენი სიცოცხლე…

გავიხსენებთ და ვიტყვით: ეჰ,რას იზამ ცხოვრება გრძელდება, უნდა გავუძლოთ და ამ კაცის სახელი და გვარიც კი დაგვავიწყდება…

საერთოდ ცხოვრება ამირია ამ ტრაგედიამ… მე რომელსაც ბევრი სიკვდილი მაქვს ნანახი…

რატომ ვერ ვიგებთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად და სათითაოდ ვართ სხვადასხვა „ნიღაბს“ ამოფარებული „თოჯინიანი კაცები“ ქვეყანაში სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლის უფლება არ არის დაცული…

მიდის ხომ ცხოვრება?…

კი მიდის…

სადღაც ჩვენ გვერდით მიჰქრის

ჩვენ გარეშე…

„თოჯინიან ადამიანებთან“ ერთად…“, – წერს ნანა მახარაძე.

 

23-ე დღე…
31 გარდაცვლილი და ორ ადამიანს ისევ ეძებენ…
,,შოვის ტრაგედია,, ასე დაერქვა ამ თურმე მხოლოდ ,,სტიქიურ…

Posted by მარი ნანა მახარაძე on Sunday, 27 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები