LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტას“ კონკურსი: საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ

97
Toyota Tbilisi-Toyota Dream Car Art-2022-2

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას გლობალურ საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველი ბავშვებისა და მოზარდების ნახატების მიღება მიმდინარე წლის 15 თებერვალს დასრულდება. „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-15 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) – მონაწილეობა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ტოიოტას ხატვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ. ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოსახვედრად, აუცილებელია ბავშვებმა კონკურსში მონაწილეობა, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა და საკონკურსო ნახატი უნდა წარადგინონ 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში – მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გაგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება კი შესაძლებელია ნომერზე: 032 2511

მათივე ცნობით, „ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ (Toyota Dream Car Art) საკონკურსო პირობების, აპლიკაციის ფორმის, მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3dW5po1

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, შემოსული საკონკურსო ნახატებიდან კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს. 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედოვნებს, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და „ტოიოტას ოცნების ავტომობილით“ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები