LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს

233
toyota (4)

 „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის ბესტსელერის – Toyota Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია პირადად გამოსცადოს კოროლას SUV ვერსიის ტექნიკური შესაძლებლობები, მისი ინოვაციური დიზაინისა და უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი უსაფრთხოების სისტემების უპირატესობა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ავტომოყვარულებსა და ერთგულ მომხმარებელს უკვე ოფიციალურად წარუდგინა ახალი თაობის Corolla Cross-ი, რომელსაც აქვს ამბიცია, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი სახალხო ავტომობილი გახდეს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, კლასიკურად შესრულებული, კომპაქტური და დახვეწილი დიზაინის Corolla Cross-ი მაქსიმალურად პრაქტიკული და მძლავრი საოჯახო SUV-ია, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის, როგორც ურბანულ ცხოვრებაში, ასევე უგზოობის პირობებში.

„ტოიოტამ შექმნა ახალი თაობის SUV-ი, რომელმაც გლობალური წარდგენის შემდეგ მსოფლიო მედიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. Corolla Cross-ი იდეალურია თანამედროვე ურბანულ გარემოში მგზავრობისთვისაც და ოფ-როუდზეც. მისი დიზაინი არაჩვეულებრივია და გამოირჩევა სისადავით; ზომით დიდი, მძლავრი, ზედმიწევნით მოქნილი და მანევრულია, ამასთან ერთად, ძალიან პრაქტიკული საოჯახო ტიპის ავტომობილია, რომელიც ფართო მასებზეა გათვლილი. Corolla Cross-ს აქვს გადაუჭარბებელი ამბიცია ბესტსელერი გახდეს, რადგან მაქსიმალურად არის მორგებული ევროპულ გემოვნებასა და მოთხოვნებს. Corolla Cross-ის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია, აღჭურვილია ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით და TNGA პლატფორმაზეა აწყობილი. ნებისმიერ მსურველს ვიწვევთ ტესტ-დრაივზე, რომ გამოსცადონ ახალი თაობის Corolla Cross-ის ტექნიკური შესაძლებლობები. ეს მოდელი აღჭურვილია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების სისტემით, ასევე, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. მომხმარებელი თვითონაც დარწმუნდება, რამდენად აადვილებს და უსაფრთხოს ხდის ეს უახლესი ტექნოლოგიები ავტომობილის მართვას და როგორ უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოებას. შევეცადე მოკლედ ჩამომეთვალა ის ღირსებები, რითაც ამ შეუდარებელი SUV-ით  მგზავრობა მარტივი და კომფორტული ხდება“, – აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას თქმით, ახალი Corolla Cross-ის კონცეფცია გაჯერებულია ტოიოტას ახლებური აზროვნებისადმი სწრაფვით. მასში გათვალისწინებულია SUV ავტომობილების წარმოების პროცესში ტოიოტას მიერ დაგროვილი საუკეთესო გამოცდილება, რაც Corolla Cross-ით მგზავრობას განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის.

„მომხმარებელს საშუალება აქვს ტესტ-დრაივზე ჩაეწეროს, გამოსცადოს ტოიოტას ახალი თაობის SUV-ის ტექნიკური შესაძლებლობები და ობიექტურად შეაფასოს მისი უპირატესობები. ინტერიერი გამორჩეულია ტევადი და კომფორტული უკანა სავარძლებით, აღსანიშნავია ახალი, 10.5-დუიმიანი სენსორული მულტიმედია ეკრანი და მთლიანად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომელიც 3-მანიანი საჭის მიღმაა განთავსებული. დარწმუნებული ვართ, ჩვენი მომხმარებელი ერთი ნახვით შეიყვარებს Corolla Cross-ს და მის მრავალფეროვან კომპლექტაციებს შორის შეძლებს სასურველი  ვერსიის შერჩევას“, – აღნიშნავს ნინო გაგუა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი თაობის Corolla Cross-ი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმშია  წარმოდგენილი და  ხელმისაწვდომია დაინტერესებული მომხმარებლისთვის. მისივე განმარტებით, Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე ჩასაწერად, ხელსაყრელი თარიღისა და დროის დასაჯავშნად, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები