LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობა აუქციონზე არ გაიყიდა

65

თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობა აუქციონზე არ გაიყიდა. როგორც ”ფორტუნას” სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აუქციონი 11 მაისს დასრულდა და მასში მონაწილეობა არავის მიუღია. შედეგად, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე უძრავი ქონება აუციონზე მეორედ გავიდა.

საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს 3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებას. ქონების საწყისი ღირებულება  8 200 000 ლარია. ელექტრონული აუქციონი  2016 წლის 30 მაისს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე სულ მცირე 80-ნომრინი სასტუმრო ააშენოს და მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის  მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის  დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ ობიექტის მახლობლად არსებული სამთო საბაგირო რკინიგზა-ფუნიკულიორი, რომელიც ერთმანეთთან ჭონქაძის ქუჩასა დ მთაწმინდის პარკს აკავშირებს,  თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტს ემსახურება. ის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტულად აქტიურს ხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები