ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა.
ღონისძიება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, მთავარ სუმოს დარბაზში გაიმართა. ლეგენდარულ ქართველ სუმოისტს, სუმოისტების ვარცხნილობა მოკვეცეს, შემდეგ კი მებრძოლი სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა.
„18 წლიანი ასპარეზობის შემდეგ დადგა ის დღე, როდესაც წავედი სამუდამოდ აქტიური სპორტიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცერემონიაზე მობრძანდა, განსაკუთრებით ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოდან ძალიან დიდი გზა გამოიარეს და ტოკიომდე ჩამოვიდნენ, რომ ჩემი სპორტიდან გაცილებას დასწრებოდნენ,“ – აცხადებს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).