ტრიუმფალური ტურნეს, Love On Tur შემდეგ, რომელიც 23 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბრიტანელმა არტისტმა, ჰარი სტაილსმა გადაწყვიტა მოწყდეს ვარსკვლავურ ცხოვრებას და დრო მხოლოდ საკუთარ თავსა და ახალ შეყვარებულს, ტეილორ რასელს დაუთმოს.
„ჰარიმ თმა გადაიპარსა, რათა ცოტა ხნით მაინც ანონიმურად დარჩეს მედიისთვის” – ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ.
სტაილსი და მისი შეყვარებული ახლახან U2-ს კონცერტზე ერთად დააფიქსირეს. ცხადია, ჰარის ცნობა გადაპარსული თმითაც არ იყო რთული.
„ჰარი ტეილორზე ყურებამდეა შეყვარებული, მას საოცრად მოსწონს მასთან დროის გატარება, მომღერალი მის მიმართ საკმაოდ სერიოზულადაა განწყობილი“, – აცხადებს ინსაიდერი.
ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ, ჰარი სტაილსი სიყვარულის მორევში გადაეშვა – რომანი დადასტურდა
ჰარი სტაილსის ტურნეს მორიგი ტრიუმფი – არტისტმა 460 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა