LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტკბილი ქვეყანა” მომხმარებელს 11 სახეობის პასკას შესთავაზებს

1505

 

შპს ”ტკბილი ქვეყანა” მომხმარებელს სააღდგომოდ 11 სახეობის პასკას შესთავაზებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პასკების ცხობა საკონდიტრომ 15 აპრილს დაიწყო და მსურველებს ”ტკბილი ქვეყნის” პასკების შეძენა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა დიდ სავაჭრო ქსელში შეუძლიათ.

”8 წელია კომპანია მომხმარებელს სააღდგომო პასკებს სთავაზობს. წელს 11 სახეობას ვაცხობთ. გვაქვს პასკები პუდრით, შოკოლადით, მარცეპანით სხვადახვა შეფუთვებში. ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით პასკა ცხვება ჩვენს საკონდიტროში და რეალიზაციაც სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება”, – განაცხადეს ”ტკბილ ქვეყანაში”.

ცნობისთვის, შპს ”ტკბილი ქვეყანა”  2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. დღეისათვის ”ტკბილი ქვეყანა” მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები