LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტკბილეული, კრემიანი ნამცხვარი, შოკოლადი არ გვჭირდება, შოკოლადი ალპინისტის საჭმელია, ბავშვს რად უნდა შოკოლადი?!“ –  ყარამან ფაღავა

322
karamanfagavakveba

პედიატრმა ყარამან ფაღავამ 6 წლამდე ბავშვები კვების რაციონში ტკბილეულის ამოღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სწორი კვება საოცრად მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან ხშირად მაინც საჭმლის კულტია. ჩვენ უფროსები ვიკლებთ, ბავშვს ვაჭმევთ და ვაჭმევთ. გვიხარია, რომ ბავშვი მსუქანია. უახლესი მონაცემებით, ​2-3 წლის ასაკში, თუ ბავშვი გასუქებულია, მომავალში მეტი რისკია ათეროსკლეროზის განვითარებისა და სიმსუქნის. ზომიერება აუცილებელია. ტკბილეული, კრემიანი ნამცხვარი, შოკოლადი არ გვჭირდება. შოკოლადი ალპინისტის საჭმელია, თორემ ბავშვს რად უნდა შოკოლადი?!

ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება. დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. თუ დილით არ გამოდის, საღამოთი შეგვიძლია. გაასეირნეთ, გაესაუბრეთ. თავისუფალი დრო სწორად უნდა გამოიყენოთ. თავისუფალი დრო კარგია, მაგრამ თავისუფალი დრო არ ნიშნავს უსაქმურობას. ბავშვი რაღაცას სულ უნდა აკეთებდეს, რაღაცას უნდა აშენებდეს, რაღაცას უნდა ხატავდეს. ის მშობელსაც უნდა ეხმარებოდეს,“ – ამ თემაზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები