LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქოს ღმერთთან ვიდგე… როგორ შედიოდა ავტომობილი ინდოეთში

131
Pranlal-Bhogilal-Auto-World-Vintage-Car-Museum-Ahmedabad-vintage-cars-classic-cars--009-001

– მე ვდგავარ დროშის წინაშე ისე თითქოს ღმერთთან ვიდგე, – ეს სიტყვები 1947 წელს, 10 წლის ასაკში წარმოთქვა. დროშის იდეამ მოგვიანებითაც არ მოასვენა, როდესაც ინდოეთის დამოუკიდებლობის 50 წლის იუბილეს ზეიმობდნენ, და როდესაც ერთ-ერთი საკოლექციო “როლს-როისი” ეროვნული დროშის ფერებად გადაღება. დღეს პრანლალ ბხოგილალა ინდოეთში უმსხვილესი საავტომობილო მუზეუმის მფლობელია. მის მფლობელობაში ასობით მანქანაა. მუზეუმის ექსპონატთა ნაწილი ინდოელი ბატონის ოჯახის საკუთრებაში იყო, ნაწილი კი მან თავად შეიძინა. მათ შორის არის ის ავტომობილი, რომელშიც ინდოეთის პრინცები მჯდარან.

სანსკრიტის თარგმანიდან “მაჰარაჯა” “ზემბრძანებელს” ნიშნავს, მის მეუღლეს კი – მახარანი ჰქვია. თუ ძველ დროში ავტომობილში მახარაჯა ჯდებოდა მძღოლი სასიგნალო ნიშანს წითლად ღებავდა, ხოლო თუ მახარანი იყო მისი მგზავრი, მაშინ ლურჯად. ეკიპაჟები ირთვებოდა გერბებით, ქალღმერთ ლაკშმას სტატუეტებით და ა.შ. სხვათა შორის იმ დროს უკვე არსებობდა ავტომობილის მინების დამუქება, იმისთვის, რომ ძლევამოსილი მბრძანებელი განმარტოებულიყო თავის ერთ-ერთ ხარჭასთან ერთად.

ავტომობილებამდე კი იყვნენ სპილოები. მახარაჯები სპილოებს დიდხანს ვერ ელეოდნენ და მერეც კი, როდესაც უკვე ავტომობილებით გადაადგილების ფუფუნება არსებობდა, მბრძანებლები სადღესასწაულო პროცესიას წინ სპილოებს წაუმძღვანებდნენ ხოლმე, ავტომობილი მხოლოდ ცხოველის კვალდაკვალ მიდიოდა.

პირველი თვითმავალი ეკიპაჟი ინდოეთში 1897 წელს ჩაიყვანეს. ერთმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა მანქანა ბომბეიში გაამგზავრა. ხოლო პირველი ინდოელი მძღოლი, რომელმაც ავტომობილის საჭესთან დაჯდომა გაბედა, გვარად ტატა გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები