LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითოეული ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა“ – თალაკვაძე და მიქანაძე ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

134
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს უსამძიმრებს. აღნიშნული განცხადება მან დღეს, 5 დეკემბერს, ფორუმზე – „მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა“- სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება

„მე მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს და პატივი მივაგო ყველას, მათ შორის, სამოქალაქო პირებს, რომლებიც, სამწუხაროდ, რომლებიც ამ ომში დაეცნენ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ. მათ შორის არიან ქართველი მეომრებიც, სულ ბოლოს 5 ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინაში ბრძოლებს და მანამდე კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჩამოასვენეს საქართველოში.

კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ბახმუტთან ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტს დღეს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე და მწუხარება გამოთქვა.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით უკრაინაში, თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიციდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო“, – განაცხადა მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთია უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, რომელმაც 3 დეკემბერს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს განცხადებით მიუსამძიმრა.

საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

დღეს, 5 დეკემბერს დაღუპულებს სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მანამდე დაღუპულთა ოჯახს მიუსამძიმრა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

პაპუაშვილი: 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია

“მთელი გულით, სულით, დაღუპული მეომრების ოჯახების წევრებთან ვართ…პირადად ვუსამძიმრებ” – გია ვოლსკი

ამავე თემაზე: 

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე

“ვიცნობდეთ გმირებს…2022 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 33 ქართველი მებრძოლი” – “სირცხვილია”

“ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო!… 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა!…10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!” – ნიკო მიქაია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა